15:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 15:59:58, 458 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: დონორების ყოველწლიური ფორუმი, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება

„დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი, დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება საქართველოს მთავრობასა და მის მეგობარ სახელმწიფოებს - განვითარების პარტნიორებს - შორის დიალოგისათვის“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმის გახსნაზე „ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა.  

მისივე თქმით, ამჟამად დონორი ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და საფინანსო ინსტიტუტები აფინანსებენ  500 პროქტზე მეტს, და საერთო მოცულობა 6 მილიარდ ლარს აღემატება.

„მხოლოდ 2014 წელს საქართველოს ბიუჯეტში საგარეო წყაროებიდან გათვალისწინებული იყო მილიარდ 36 მილიონი ლარის ოდენობის შეღავათიანი სესხებისა და 144 მილიონი ლარის მოცულობით გრანტების მიღება, რაც ფაქტობრივად სრულად იქნა ათვისებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პრიორიტეტებმა, რომლებიც ჩვენმა მთავრობამ  განსაზღვრა, თქვენი ფართო მხარდაჭერა მოიპოვა“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა ღარიბაშვილმა სამომავლო ხედვებზე ისაუბრა და  აღნიშნა,  პარიზის დეკლარაციის დახმარების ეფექტიანობის შესახებ, რომელთანაც საქართველო 2011 წლიდან არის მიერთებული.

„ეს ბუნებრივ მიზნებს გვისახავს, რადგანაც ქვეყანა მოწოდებულია გააუმჯობესოს სტრატეგიული დაგეგმვა და უზრუნველყოს სახელმწიფო უწყებების მუშაობის ეფექტიანობა,აგრეთვე უზრუნველყოს საგარეო რესურსების ეფექტიანი გამოყენება მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგიების განხორციელებასა და ვალდებულებების შესრულებაში. როგორც მოგეხსენებათ, პარიზის დეკლარაცია მოითხოვს, რომ დონორების მხარდაჭერა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიას, არსებულ ინსტიტუტებსა და პროცედურებს. ამისათვის კი საჭიროა მთავრობის მხრიდან მეტი მფლობელობის დემონსტრირება. მფლობელობა ამ კონტექსტში გულისხმობს იმას, რომ სწორედ საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს განვითარების პოლიტიკას და  დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც ამის ნათელი დასტურია“,-აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ყოველწლიური ფორუმი კიდევ უფრო დაახლოვებს საქართველოს სხვა სისტემურ მექანიზმებთან.

„დარწმუნებული ვარ, რომ  ყოველწლიური ფორუმი კოორდინაციის სხვა სისტემურ მექანიზმებთან ერთად კიდევ უფრო დაგვაახლოებს და გააღრმავებს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას. თუ კვლავ პარიზის დეკლარაციასა და განვითარების თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ყველა შემდგომ დოკუმენტს მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ ჩვენ, საქართველოს მთავრობა, და თქვენ, ჩვენი პარტნიორები განვითარებაში, ორმხრივად ანგარიშვალდებული ვართ, რაც არის კიდეც ჩვენი ერთობლივი წარმატების საფუძველი“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics