|
2016-12-07 17:06:45, 2973 ნახვა
მსოფლიო
Time-მა დონალდ ტრამპი „წლის ადამიანად“ დაასახელა
გამოცემა Time-მა ამერიკის შეერტებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „წლის ადამიანად" დაასახელა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, სწორედ დონალდ ტრამპმა მოახდინა ყველაზე მეტი გავლენა სხვადასხვა მოვლენებზე, მათ შორის მის გამარჯვებას საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა და წლის ყველაზე განხილვად ადამიანად ითვლება. ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ, აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მისთვის ძალიან დიდი პატივია და ეცდება, აღნიშნული წოდება გაამართლოს. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს Time-ის „წლის ადამიანის“ წოდება აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამაც მიიღო. ცნობისთვის, გამოცემა Time-ი "წლის ადამიანს" 90-ედ ავლენს. გუშინ Time-მა “წლის ადამიანის” ნომინაციაზე 11 ფინალისტი გამოავლინა. გამოცემის ინფორმაციით, ფინალისტებს შორის იყვნენ: “გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის” ყოფილი ლიდერი და “ბრექსითის” აქტიური მომხრე ნაიჯელ ფარაჯი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, მომღერალი Beyonce, ინდოეთის პრეზიდენტი ნარენდრა მოდი. ამასთან, კიდევ ერთი ფინალისტი სოციალური ქსელის, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი იყო. შეგახსენებთ, გასულ წელს ჟურნალმა "წლის ადამიანად" გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაასახელა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)