|
2015-03-24 15:09:04, 1037 ნახვა
ეკონომიკა
"ელიტ ელექტრონიქსში" Lenovo YOGA Tablet 2 Pro უკვე გაყიდვაშია
Lenovo-ს რევოლუციური პლანშეტი ინტეგრირებული პროექტორით - Lenovo YOGA Tablet 2 Pro-ს შეძენა „ელიტ ელექტრონიქსში“ უკვე შეგიძლიათ. ახალი Lenovo YOGA Tablet 2 Pro - პირველი 13 ინჩიანი პლანშეტია. ინტეგრირებული პროექტორი ამ ახალი მოდელის მთავარი თავისებურებაა. ახალი პლანშეტი საშუალებას მოგცემთ წამებში გადააქციოთ კედელი 50 ინჩიან ეკრანად, რაც ძალიან მოსახერხებელია ფილმების და სატელევიზიო პროგრამების საყურებლად. ამგვარად YOGA Tablet 2 Pro - სთან ერთად სახლის კინოთეატრი მუდამ თქვენს ხელთაა. ამ მოდელს ციფრულ მედია ფაილებთან მუშაობა - იქნება ეს სამუშაო პრეზენტაცია თუ ოჯახურ გარემოში ფილმების ყურება - სრულიად ახალ დონეზე აყავს. პლანშეტის ბატარეა უზრუნველყოფს დატენვის შემდეგ ვიდეო ფაილების ჩვენებას 4 სთ - მდე დროის განმავლობაში. ეს დრო საკმარისია ორი სრულმეტრაჟიანი ფილმის საყურებლად. ხოლო 8 ვატი სიმძლავრის სრულყოფილი აუდიო სისტემა Dolby® Audio და Wolfson® Master HiFi™ ტექნოლოგიით და ორი დინამიკი (წინა პანელზე დიდი დიფუზორით და უკანა პანელზე - საბვუფერით) უზრუნველყოფს ხმის შეუდარებელ ხარისხს. ამ და სხვა მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამო Lenovo YOGA Tablet 2 Pro არის განსაკუთრებული პლანშეტი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. მობილური მოწყობილობების თანამედროვე მომხმარებელს ხშირად უჩნდება დიდი ზომის ეკრანის მოთხოვნილება. Lenovo-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად პერსონალური კომპიუტერების მომხმარებელთა 88% თავიანთ პლანშეტებზე ძალიან დიდი რაოდენობის ციფრულ კონტენტს უშვებენ და მათ ნახევარზე მეტი კვირაში რამდენჯერმე იყენებს პლანშეტს ტვ-ის საყურებლად. კომპანია Lenovo-მ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შექმნა დიდი დიაგონალის ეკრანის მქონე პლანშეტი. ასე დაიბადა 13“ YOGA Tablet 2 Pro, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად ციფრული მულტიმედიური კონტენტის მოყვარულთა მოთხოვნების გათვალისწინებით, ახალი პლანშეტი YOGA აღჭურვილია 2560X1440 რეზოლუციის მქონე Quad HD ეკრანით. „YOGA Tablet 2 Pro შეიქმნა კომპანია Lenovo-ს მიერ ჩატარებული ყველაზე მასშტაბური მარკეტინგული კვლევის შედეგად. ახალ Lenovo YOGA Tablet 2 Pro-ს აქვს ყველაფერი საუკეთესო YOGA Tablet-ის წინა თაობისგან - მრავალრეჟიმულობა და დატენვის გარეშე დიდხანს მუშაობა, ასევე დაემატა ახალი ტექნოლოგიები, რომელიც ცვლის პლანშეტების შესახებ წარმოდგენას“, - აცხადებს Mobile Business Group, Lenovo-ს ვიცე პრეზიდენტი ჯეფ მერედიტი,. ახალ პლანშეტს - Lenovo YOGA Tablet 2 Pro - ს აქვს მუშაობის კიდევ ერთი რეჟიმი - „სურათი“ - რომელიც საშუალებას მოგცემთ სასურველ ადგილას დაკიდოთ პლანშეტი. ეს რეჟიმი დაემატა უკვე არსებულ რეჟიმებს: „წიგნი“ - რეჟიმი კომფორტული კითხვისთვის, „კლავიატურა“ - მუშაობის რეჟიმი ინტერნეტში მოსახერხებელი ნავიგაციისთვის და რეჟიმი „კონსოლი“ ფოტო და ვიდეო ფაილების საყურებლად. პლანშეტი აღჭურვილია უამრავი სასარგებლო ფუნქციით, რომლებიც მომხმარებლის ყველაზე მრავალფეროვან მოთხოვნილებებსაც დააკმაყოფილებს, ამასთან პლანშეტი არის ძალიან თხელი და მსუბუქი - 3.7 მმ სისქის მოწყობილობა 950 გრამს იწონის. Lenovo YOGA Tablet 2 Pro-ს აქვს ვერცხლისფერი კორპუსი (Platinum). აღსანიშნავია, რომ YOGA Tablet 2 Pro მუშაობს მეოთხე თაობის Intel Atom პროცესორის ბაზაზე, რაც უზრუნველყოფს პლანშეტის მაღალ წარმადობას. ახალ პროცესორს განსაკუთრებით დააფასებენ ის მომხმარებლები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულება. პლანშეტის უკანა პანელზე განთავსებულია მაღალი რეზოლუციის 8 მპ კამერა. მეხსიერება - 32 GB, ამასთან მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 64 GB - მდე micro-SD ბარათების საშუალებით. მოწყობილობის ბატარეა ავტონომიურ რეჟიმში 15 სთ-მდე მუშაობს. ახალ პლანშეტს გააჩნია პროგრამა Brewster. ეს „გონიერი“ პროგრამაა, რომელიც საშუალებას მოგცემთ კონტაქტების ერთიან ბაზაზე გააერთიანოთ ელექტრონული ფოსტის რამდენიმე ყუთი და სოციალური ქსელების ექაუნთები. ამასთან Brewster-ს სხვადასხვა წყაროდან შეუძლია კონტაქტის შესახებ მონაცემთა კონსოლიდირება, შეუძლია წაშალოს განმეორებადი მონაცემები, დაამატოს გამოსახულება, ასევე გადმოგცეთ შემოწმებული საკონტაქტო ინფორმაცია ამა თუ იმ პირის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)