05:16 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 12:40:09, 1269 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია მოლდოვიდან სტუმრობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში, დღეს, 16:30 საათზე, USAID-ის ორგანიზებით, საქმიანი ვიზიტით მოლდოვიდან დელეგაცია ესტუმრება.

შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს გამოცდილების გაზიარებაა ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირების კუთხით. დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ ქართულ სტარტაპებსა და იმ მექანიზმებს, რომლითაც სახელმწიფო ინოვაციების, ტექნოლოგიების და დამწყები ბიზნესების სფეროში მოღვაწე პირებს უწყობს ხელს.  

შეხვედრის ფარგლებში მოლდოვის დელეგაცია დეტალურად გაეცნობა ინოვაციების სააგენტოსა და ტექნოპარკის სერვისებს, პროგრამებსა და პროექტებს. ასევე საშუალება მიეცემათ იხილონ ტექნოპარკის ფაბლაბის მაღალტექნოლოგიური დაზგა-დანადგარების მუშაობის პრინციპები, პროცესები და დამზადებული ნივთების ნიმუშები.  ტექნოპარკის შოურუმებში სტუმრებს წარედგინებათ უახლესი ტექნოლოგიები. ისინი იხილავენ საერთო სამუშაო სივრცეში ინკუბატორისა და სივრცეში მომუშავე გუნდის წევრებს, მათი ინოვაციური სტრატაპების იდეებს, პროტოტიპებსა და მიმდინარე სამუშაოებს.

მოლდოვის მხარის ვიზიტის მთავარი მიზანი ინოვაციური ინფრასტრუქურის შესწავლა და კერძო, საჯარო და აკადემიური სექტორების თანამშრომლობის გამოცდილების გაზიარებაა საქართველოს მაგალითზე. ტექნოპარკში ისინი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ავთანდილ კასრაძესა და სხვა წარმომადგენლებს შეხვდებიან, გაეცნობიან საქართველოს უახლეს მიღწევებს ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.

ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა შეხვედრები კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლის მეშვეობითაც გაიზიარებენ იმ გამოცდილებას, რომელიც საქართველოში ინოვაციური და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით ხორციელდება. გამოცდილების გაზიარება და რჩევების მიღება მხარეებს დაეხმარება მომავალი საქმიანობის უკეთ განხორციელებასა და კავშირების გამყარებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics