05:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-05 12:47:36, 2609 ნახვა

მსოფლიო
ოკლენდში მდებარე საწყობში ხანძრის შედეგად 33 ადამიანი გარდაიცვალა

კალიფორნიის შტატში, ოკლენდში მდებარე საწყობში ხანძრის შედეგად 33 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სასაწყობა შენობის მხოლოდ 20%-ია დათვალიერებული. ამასთან, ბევრი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

არსებული ინფორმაციით, შენობაში უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული და საავარიო გასასვლელი მხოლოდ 1 იყო, თუმცა არასტანდარტულად მოწყობილი.

ოკლენდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ხანძრის გაჩენის დროს, შენობაში 50-დან 100 კაცამდე იმყოფებოდა.

მედიის ცნობით, შენობაში, ინციდენტის დროს, ელექტრონული მუსიკის კონცერტი მიმდინარეობდა.

წინასწარი ვერსიით ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ხანძრის შედეგად, სახურავის ჩამონგრევა გახდა. გარდა ამისა, როგორც BBC წერს, შენობაში ადვილად აალებადი ნივთები ინახებოდა.

სამარტალამცველების თქმით, ცხედრების პოვნის ოპერაცია კიდევ 48 საათის განმავლობაში გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics