|
2016-12-05 10:37:14, 2649 ნახვა
სამართალი
საზღვარზე დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით საქართველში უკანონოდ გადმოიტანა დიდი ოდენობით, სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებული მედიკამენტები. „საგამოძებო სამსახურმა ბრალდებული საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების დროს დააკავა, ხოლო მედიკამენტები მისი კუთვნილი ავტომობილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)