|
2015-03-24 12:03:58, 460 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: დავესწრები თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას, უახლოეს დღეებში პროტოკოლის მიხედვით განისაზღვრება
არანაირი შეზღუდვა პრეზიდენტის წლიურ ანგარიშზე დასწრებასთან დაკავშირებით არ არსებობს. პრივილეგია არავის აქვს,- ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. "პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით მკაფიო განმარტება გააკეთა რამოდენიმე საათის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც აღნიშნა, რომ არანაირი შეზღუდვა წლიურ ანგარიშზე დასწრებასთან დაკავშირებით არ არსებობს. არანაირი გამოკვეთილი პრივილეგიები არ აქვს ვინმეს, რომ დაესწროს, ან ვინმემ ვერ შეძლოს მისი გაკეთება.ეს არის ჩემი აზრით, ძალიან მკაფიო ახსნა ამ საკითხის მიმართ",-განაცხადა დავით სერგეენკომ. რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა თავად პრეზიდენტის გამოსვლას, სერგეენკომ განაცხადა, რომ ეს უახლოეს დღეებში შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით განისაზღვრება. ცნობისთვის, პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 31 მარტს წარდგება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)