პარიზში მძევლად აყვანილი 7 ადამიანი თავისუფალია და უსაფრთხოდაა, თავდამსხმელმა კი გაქცევა შეძლო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანსპრესი“ ავრცელებს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, პარიზში, ტურისტულ სააგენტოში შეიარაღებულმა მამაკაცმა 7 ადამიანი მძევლად აიყვანა. შემთხვევა პარიზის სამხრეთით, მასენას ბულვარში მოხდა. მამაკაცი შეიარაღებული იყო და ის სააგენტოში ძარცვის მიზნით შეიჭრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More