|
2016-12-02 12:06:13, 2675 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრადებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და სარდიონ ღვინიაშვილი მეუღლის ნ.ს.-ს განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-108 -ე მუხლით დამნაშავედ სცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 15:45 საათზე, ქ.თბილისში, ელდარის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარდიონ ღვინიაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს ნ. ს.-ს დანით ყელს არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული ჭრილობის შედეგად ნ.ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა სარდიონ ღვინიაშვილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11'-108-ე მუხლით (ოჯახური ძალადობით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სარდიონ ღვინიაშვილი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)