|
2016-12-02 10:40:43, 2043 ნახვა
სამართალი
ფრანგი სამართალდამცველები შსს-ში განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ
საქართველოს შინაგან სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დელეგაცია უწყებაში განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებს გაეცნო. შსს-ს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები - საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გენერალი ჟან‐პიერ მიშელი, ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური ოფისის უფროსი, პოლკოვნიკი ბერნარდ ტიბუ და ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კრიმინალური საქმეების საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, პოლკოვნიკ‐ლეიტენანტი ანტუან ბიარდი შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს, საპატრულო პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტებს ეწვივნენ. ფრანაგი სტუმრები „112“-ის მიერ განხორციელებული ინოვაციური პროექტებით დაინტერესდნენ, საპატრულო პოლიციის ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს და ქართველი სამართალდამცველების მუშაობას გაეცნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)