|
2015-03-23 19:38:40, 560 ნახვა
პოლიტიკა
რატომ არ იბარებს ბორჯომის საკრებულოს აპარატი მოქალაქეთა განცხადებებს და ვინ უშლის ხელს კომისიებში ფრაქციათა წარმომდგენლობის კვოტების დადგენას?
"თავისუფალი დემოკრატების“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა კვიციანი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობას აკრიტიკებს. როგორც კვიციანმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, საკრებულოს აპარატი სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა განცხადებებს არ იბარებს და საკრებულოს თავმჯდომარესთან აგზავნის, რომელიც წყვეტს, რომელი განცხადება მიიღონ წარმოებაში და რომელი არა. მისივე განმარტებით, თუ მოქალაქე რომელიმე ოპონენტის ახლობელია, საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს და მას განცხადების მიღებზე უარს ეუბნება. რეგლამენტის თანახმად კი, საკრებულოს აპარატი ვალდებულია, სოციალურ დახმარებაზე მოქალაქეთა ნებისმიერი განცხადება ჩაიბაროს და საკითხი სოციალურ კომისიაზე განსახილველად გაიტანოს. „როგორ ჩანს, საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს ბრძანება მიცემული საკრებულოს აპარტისთვის, რომელიც გარკვეულ სოციალურ დახმარებებზე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების განცხადებას არ იბარებს..როცა განცხადების ჩასაბარებლად მიდიან მოქალაქეები აპარატის თანამშრომელი ეუბნება, რომ განცხადებას არ ჩავიბარებთ, გაესაუბრეთ საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულოს თავმჯდომარე ერთპიროვნულად წყვეტს განცხადება ჩაიბაროს თუ არა აპარატმა. კანონის თანახმად, აპარატმა ნებისმიერი განცხადება უნდა ჩაიბაროს, წარმოებაში ჩაუშვას განცხადება; შემდეგ სოციალურმა კომისიამ უნდა განიხილოს ეს განცხადება და გაიტანოს ბიუროზე; ბიურო საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ჩასვამს და საკრებულოზე უნდა მოხდეს შემდეგ მსჯელობა, დაკმაყოფილდეს თუ არა ეს მოქალაქე თავისი მოთხოვნის შესაბამისად. მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარე თავად წყვეტს- ჩაიბაროს თუ არა განცხადება და მიიღოს თუ არა წარმოებაში. ჩნდება კითხვა-რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ თუ მოქალაქე მის ოპონენტთან რაიმეთია დაკავშირებული, უარით რომ გაისტუმროს. ეს უკანონობაა",-განაცხადა ლაშა კვიციანმა. "ექსპრესნიუსი" ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეს გაესაუბრა, რომელმაც მის მიმართ წარმოთქმული ბრალდებები კატეგორიულად უარყო. „“განცხადება ბარდება გოგოებთან დიდ შემოსასვლელში, ისიც არ იციან, რაზე უნდა ვისაუბრო. რას ნიშნავს არ იბარებს აპარატი? მაშინ დაამტკიცოს ერთი ფაქტი მაინც",-აღნიშნა მან. ლაშა კვიციანი ბორჯომის საკრებულოში მომხდარ სხვა უკანონო ფაქტებზეც საუბრობს, რომელიც პროცედურულ საკითხებთანაა დაკავშირებული. საქმე ეხება კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დადგენას. რეგლამენტის თანახმად, ყველა ფრაქციას აქვს უფლება, საკრებულოს 5-ვე კომისიაში წარმომადგენელი ყავდეს. კვიცინის ინფორმაციით, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, რომელიც ძირითადად, "ქართული ოცნების" წევრებითაა დაკომპლექტებული, კომისიაში ოპონენტის შეშვება არ სურს, რათა "ოპონენტმა რაიმე ინფორმაცია გარეთ არ გამოიტანოს". " საკრებულოში არის ერთ-ერთი კომისია, იურიდიული კომისია, რომელსაც ევალება საკრებულოში დაადგინოს ფრაქციათა პროპორციული წარმომდგენლობის კვოტები კომისიებში. ყველა ფრაქციას, ან ერთ-ერთ ნებისმიერს აღებულს უფლება აქვს 5-ვე კომისიაში (საკრებულოში 5 კომისიაა) თავისი წარმომადგენელი ყავდეს.ანუ ერთი კაცი ყავდეს თუნდაც ნებისმიერ კომისიაში.მაგრამ ყველა კომისია უნდა შეავსოს ფრაქციით. ამას ითვალისწინებს საკრებულოს რეგლამენტის 23-მე მუხლის მე-8 პუნქტი. დავუშვათ, ფრაქციაში არის 3 კაცი( მინიმუმ 3 უნდა იყოს, "ქართულ ოცნებას" ყავს რამოდენიმე კაციანი ფრაქცია), ამ 3 კაციან ფრაქციას 5 კომისიაშივე უნდა ყავდეს წარმომადგენელი. ვერ ანაწილებენ, 3 კაცი როგორ შეიძლება იყოსო 5 კომისიაში. ეს სამი ჩასვან 3 კომისიაში და დარჩენილ კიდევ 2 კომისიაში, რომელიც იქნება თავისუფალი, ამ სამიდან რომელიმე 2 წევრი ჩასვან. ანუ 2 წევრს მოუწევს ერთდროულად 2 კომისიაში ყოფნა. ვერ აძლევენ. ამას არ აკეთებენ განა მარტო ამიტომ, საფინანსო- საბიუჯეტო კომისია, რომელიც თითქმის "ქართული ოცნების" წევრებითაა დაკომპლექტებული, არის მნიშვნელოვანი ბიუჯეტის თანხებთან დაკავშირებით, მაგათ უნდათ არ შეუშვან ოპონენტი, რომ იქიდან რამე ინფორმაცია არ გამოიტანოს. ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები რომ გაანაწილონ კომისიებში, ამ შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში ვიღაც ოპონენტიც შევა, რომელიც გარეთ ინფორმაციას გამოიტანს. შესაბამისად, არ ადგენენ ამას",-განაცხადა ლაშა კვიციანმა და აქვე დასძინა, რომ საკრებულოს კვოტების შესახებ დადგენილებაც კი არ გამოუცია. ამასთან, კვიციანის განმარტებით, კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დადგენის ვალდებულება იურიდიულ კომისიას აკისრია. თუმცა, მისივე ინფორმაციით, კვოტების დადგენის საკითხის იურიდიულ კომისიაზე დაყენებისას, ხსენებულმა კომისიამ კენჭისყრაზე თავად კანონი გაიტანა და ის ჩააგდო. "კვოტების შესახებ დადგენილება საკრებულოს არ გამოუცია, კვოტების შესახებ საკრებულოს დოკუმენტი არ აქვს. განცხადებაც კი შეიტანეს, არმინდა დავასახელო, თუ რომელი ფრაქციაა, და პასუხი მოწერეს ასე- ყველა კომისია შევსებულია, გვაქვს თავისუფალი კომისია ეს და მოითხოვეთ ის კომისია. გარემოს დაცვის რომელიღაც კომისიაზე იყო საუბარი. განცხადებაც კი არ სჭირდება ამას, თავად იურიდიული კომისია არის ვალდებული დაადგინოს კვოტები, მაგრამ იურიდულ კომისიაზე როცა დააყენეს კვოტების დადგენის შესახებ საკითხი,იურიდიულმა კომისიამ კომისიის კენჭისყრაზე გაიტანა საკითხი-დავემორჩილოთ თუ არა რეგლამენტის ამა და ამ მუხლს, კანონს და კენჭისყრით ჩააგდო, კანონი ჩააგდო კენჭისყრით. საშინელებაა, როცა კომისიის კენჭისყრაზე გაგაქვს კანონი და აგდებ მას",-განაცხადა ლაშა კვიციანმა "ექსპრესნიუსთან" საუბრისას. მისივე ინფორმაციით, ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დადგენა, იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს ევალება, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გედევან ფოფხაძის, ძმა, ბესარიონ ფოფხაძეა. "ექსპრესნიუსმა" ბესარიონ ფოფხაძესთან გასაუბრება სცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა. თეონა ნოზაძე
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)