|
2016-12-01 12:02:45, 2112 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შს მინისტრის ორი მოადგილის შტატი გაუქმდა
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შს მინისტრის ორი მოადგილის საშტატო ერთეული გაუქმდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, შტატების გაუქმება საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით მოხდა. „შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის N 524 დადგენილების საფუძველზე, საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით, გაუქმდა შს მინისტრის 2 მოადგილის საშტატო ერთეული“, - აცხადებენ უწყებაში. ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის დადგენილების მე-6 მუხლში ცვლილება დღეიდან შევიდა. ცვლილების თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრს პირველ მოადგილესთან ერთად, ხუთის ნაცვლად, სამი მოადგილე ეყოლება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)