19:44 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-23 19:39:18, 667 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე, ნიკოლას ბერლინერი და ამერიკული საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი რიჩ ბრედი დაესწრნენ.

შეხვედრაზე ეროვნული ომის კოლეჯის ინსტრუქტორებმა და კურსანტებმა საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიისა და ქვეყნის რეგიონული მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. გენერალ-მაიორმა სტუმრებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბრისას ყურადღება უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებზე გამახვილდა. შეხვედრაზე საუბარი აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო და პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღინიშნა. ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ეროვნული ომის კოლეჯი საქართველოს ოთხ წარმომადგენელს აქვს დამთავრებული, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს გოჩა რატიანს. ამჟამად, კოლეჯში პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე იღებს განათლებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics