23:00 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 00:25:48, 600 ნახვა

სპეციალური ანონსი
1-ელი დეკემბრის სპეციალური ანონსი

1 დეკემბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" საქართველო-კორეის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. 
საკონტაქტო პირი ნინო კობახიძე - 551207320 

1 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში" ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამისა და შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციის საკითხებზე ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.
საკონტაქტო პირი ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999 

1 დეკემბერს, 10:15 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი გაიხსნება, რომელსაც თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი კავკასიოლოგები, სტუდენტები დაესწრებიან. 
თემა: „დამწერლობები კავკასიაში“. 
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ მეორე კორპუსი, ფიზიკის დიდი აუდიტორია

1 დეკემბერს, 10:30 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციას გახსნის. 
მის: რუსთაველის გამზ. #29, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

1 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის: ქუთაისი, დარბაზი N301

1 დეკემბერს, 11:00 საათზე, ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სასურსათო უსაფრთხოების თემაზე მედია კონკურსის გამარჯვებულ ჟურნალისტებს გამოავლენს და დააჯილდოებს. ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ევროკავშირის წარმომადგენლობის მაღალი რანგის ოფიციალური პირები დაესწრებიან.

1 დეკემბერს, 11:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ფერმერთა სათათბირო ორგანოს პირველი სხდომა გაიმართება. 
მის: ლადო გუდიაშვილის ქ. #7
საკონტაქტო პირი ნინო ფოფხაძე - 599 49 55 41

1 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის: ქუთაისი, დარბაზი N304

1 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის: ქუთაისი, დარბაზი N306

1 დეკემბერს, 13:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. 
მის: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

1 დეკემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. 
მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

1 დეკემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ნოემბრის თვის საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკის თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

1 დეკემბერს, 17:00 საათზე, გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ მხატვრული ფილმის „ფილადელფია“ ჩვენება და დისკუსია გაიმართება. ღონისძიება მიზნად ისახავს აივ ინფექციის პრევენციის შესახებ მოზარდებსა და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას. 

1 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით გაიმართება დისკუსია „არა ქალზე ძალადობას“.
მის: ჭავჭავაძის გამზ. #32, A 101 აუდიტორია

1 დეკემბერს, 19:00 საათზე, „ფაბრიკაში“ „თიბისი ბანკი“ საზოგადოებას თანამედროვე ხელოვანებთან ერთად შექმნილ ახალ პროექტს „12“ წარუდგენს. 

1 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინოთეტრ „ამირანში“ თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში ფილმის „ანას ცხოვრება“ პრემიერა გაიმართება.
საკონტაქტო პირი ნინო ბასილია (რეჟისორი) - 599 24 89 55





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics