|
2016-11-30 11:17:02, 2129 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაიის (IOM) აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორს, არგენტინა საბადოშს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში შსს-ს მიერ განხორციელებული რეფორმები და მიღწევები განიხილეს. მხარეებმა შეაჯამეს შს სამინისტროსა და IOM-ს შორის არსებული წარმატებული, მჭიდრო თანამშრომლობა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ილიანა დერილოვა და შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე. ცნობისთვის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოში 1993 წლიდან მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხებზე მუშაობს. IOM შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს, მათ შორის, უწყების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ევროპული სტანდატების შესაბამისად ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)