|
2016-11-30 11:03:15, 1961 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები კობა ანთია და ონისე ლაგვილავა დამნაშავედ სცნო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4-ე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი ინსპექტორი კობა ანთია და ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი მთავარი ინსპექტორი ონისე ლაგვილავა დამნაშავედ სცნო. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2009-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, კობა ანთიას და ონისე ლაგვილავას მხრიდან სისტემატიურად ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. დაწესებულებაში შეყვანისთანავე ხდებოდა პატიმართა უმრავლესობის გაშიშვლება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, მათი უმოწყალოდ ცემა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, დაშანტაჟება და მუქარით თანამშრომლობაზე დაყოლიება. კობა ანთიას და ონისე ლაგვილავას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამნისტიის აქტის გამოყენებით შეუმცირდათ დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახით განესაზღვრათ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 2 წლისა და 3 თვით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)