19:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 21:29:09, 2335 ნახვა

სამართალი
მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში - დაკავებულია საქართველოს 50-მდე მოქალაქე

ესპანეთის პოლიციამ ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს 50-მდე მოქალაქე დააკავა. ამის შესახე ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა მადრიდში, ბარსელონაში, სევილიასა და ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე დასახლება ბარაკალდოში.

საქართველოს მოქალაქეებს ასობით ბინის ძარცვაში ადანაშაულებენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ასევე ესპანეთის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, მძარცველებს მოპარული ძვირფასეულობების გაყიდვაში ეხმარებოდნენ. დაკავებულებს ძარცვის გამო შესაძლოა, ბრალი წაუყენონ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობისა და დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულის გათეთრების მუხლით.

ზოგიერთ მათგანს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს იარაღის უკანონო შენახვისა და ნარკოტიკის შენახვისთვის, ასევე საბუთების გაყალბებისთვის.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა საქართველოს მოქალაქე სპარტაკ ჯაფარიძეზე. ესპანეთის პოლიცია მას ე.წ კანონიერ ქურდად მიიჩნევს და დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერად განიხილავს. ესპანელი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ის იტალიაში იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics