19:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 14:14:16, 1963 ნახვა

სამართალი
გია დგებუაძე აცხადებს, რომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას სროლების დროს ადგილზე არ იმყოფებოდა

ბრალდებულ გია დგებუაძის იგივე "მასტერას" ჩვენების თანახმად, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას სროლების დროს ის ადგილზე არ იმყოფებოდა.

განზრახ მკვლელობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული დგებუაძე, სასამართლოზე დაიკითხა.

ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, მას დათა ახალაიამ უთხრა, რომ რუსთავის ერთ-ერთი საპყრობილედან მზადდებოდა გაქცევა, უნდა ეკონტროლებინათ მურად გორგაძე და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც შესაძლოა, შეიარაღებულები ყოფილიყვნენ.

როგორც დგებუაძემ განაცხადა, იმისთვის რომ ეს პირები თვალთახედვიდან არ დაეკარგათ მან სამმართველოს თანამშრომლებზე შესაბამისი დავალებები გასცა.

რაც შეეხება 2006 წლის 12 იანვრის ღამეს, დღებუაძის თქმით, ის ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა 21:00 საათისთვის და იმ პირების ვიზუალური კონტროლი უნდა მოეხდინა, რომლებსაც კუდ-ის თანამშრომელი ავტომანქანიდან ჩამოსვამდა.

ბრალდებულის მტკიცებით, ახალაიას ნათქვამი ქონდა, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე იდგა სპეცრაზმი.

"სუმბაძემ ჩამოსვა ეს სამი პიროვნება ავტომანქანიდან და დაემშვიდობა, მე ამ დროს ვახორციელებ მათ ვიზუალურ კონტროლს, ვდგავარ ტრასაზე, თითქოს ტაქს ველოდები. ერთ-ერთმა დაიწყო ტელეფონზე საუბარი და ამ საუბარში დაიძრნენ სამივენი ავტოსადგურის ტერიტორიის მიმართულებით, მეც გავყევი მათ. ისინი ავტოსადგურის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. იქვე გავჩერდი რამდენიმე წუთით და გასროლის ხმა გავიგე. როცა გავიგე ეს ხმა, დავწექი და ხეს მოვაფარე თავი, ისე აღვიქვი, თითქოს სროლის ხმები სხვადასხვა ადგილიდან ისმოდა. ეს გრძელდებოდა დაახლოებით 20-30 წამი. დავინახე დათა ახალაიას მანქანა შევიდა ავტოსადგურის შენობასთან", - განაცხადა ბრალდებულმა.

მისივე ჩვენების მიხედვით, როდესაც ის ტერიტორიაზე შევიდა, ადგილზე მყოფებმა უთხრეს, რომ იყო სამი გარდაცვლილი. როგორც დგებუაძე ყვება დათა ახალაიას შეატყო, რომ იყო აფორიაქებული და განერვიულებული.

როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, ახალაია ესეთ შედეგს არ ელოდა. დგებუაძესთან ერთად სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის საქმეში ბრალდებულია დათა ახალაია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics