|
2015-03-23 15:53:29, 674 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ჰიდრომეტეოროლოგიის 170 წლის იუბილე აღინიშნება
23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა. საქართველოში ჰიდრომეტეოროლოგიის 170 წლის იუბილე აღნიშნება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰოდრომეტეოროლოგებს პროფესიულ დღე მიულოცა და ღვაწლმოსილი თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. დღესვე გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, მოწვეული სტუმრებისთვის ჰიდრომეტეოროლოგიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა. მრავალწლიანი დაკვირვებების სისტემის აღდგენის მიზნით, მიმდინარე წელს მეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით მთელი რიგი სამუშაოები განხორციელდა. საქართველოს მასშტაბით 30 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების ავტომატურად გამზომი სტაციონალური ხელსაწყო-დანადგარი დამონტაჟდა. რაც მეტეოროლოგიური პროგნოზის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური 1844 წელს თბილისის მაგნიტურ-გეოფიზიკური ობსერვატორიის ბაზაზე ჩამოყალიბდა, ხოლო 2004 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით ჩამოყალიბდა. ღონისძიებას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და მოწვეული სპეციალისტები დაესწრნენ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)