|
2016-11-29 09:58:56, 1778 ნახვა
სამართალი
შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს და პროფესიონალ დიზაინერებს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში უმასპინძლა. შსს-ს ინფორმაციით, სტუდენტების ცენტრში სტუმრობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ახლადგახსნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს შექმნაზე გამოცხადებულ კონკურსს უკავშირდებოდა. მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილემ სტუმრებს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა, მისი შექმნის მიზანი და დანიშნულება გააცნო და ცენტრის ფუნქციონალურ მოვალეობებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ესაუბრა. შალვა ხუციშვილმა დიზაინერებს ლოგოს კონკურსზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, როგორც სტუდენტს ისე პროფესიონალ დიზაინერს. კონკურსანტებს ლოგოს შესაქმნელად სამი კვირა აქვთ. გამარჯვებული ვადის ამოწურვიდან ერთ კვირაში, სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლინდება. საუკეთესო ლოგოს ავტორი პრიზად 3 000 ლარს მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)