22:58 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 23:26:03, 559 ნახვა

სპეციალური ანონსი
29 ნოემბრის სპეციალური ანონსი

29 ნოემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ უწყებათაშორისი ფორუმი გაიმართება.
თემაზე: „კოოპერატივების ხელმისაწვდომობა ფინანსებზე“.
მის.: თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, „ჰუალინგ თბილისი“

29 ნოემბერს, 10:00 საათზე, CENN ტექნოპარკში მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დღეს აღნიშნავს.

29 ნოემბერს, 11.00 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება. 
თემა: ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გახსნილი საქმე. 
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #72

29 ნოემბერს, 11:00 საათზე, ,,დიდუბე პლაზაში’’ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წევრები, საქართველოში პოლონეთის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თემა: ,,მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის საქართველოში’’. 
საკონტაქტო პირი ალექსანდრე კალანდაძე - 593317570

29 ნოემბერს, 11:30 საათზე, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ნარკოტიკების ე.წ. „ჩადების“ ფაქტსა და გენინსპექციის არაეფექტიანი საქმიანობის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.

29 ნოემბერს, 12:00 საათზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დანიშნული ელჩი დავით ბაქრაძე EUGBC-ის წევრი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.
მის: ზანდუკელის ქ. #3, მეტრო „რუსთაველთან“

29 იანვარს, 12:00 საათზე, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის პრესკლუბის სტუმარი საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია იქნება. 
თემა: რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის მძღოლების ხელფასების საკითხი და მოახლოებული ტენდერი. 
მის: ქ. რუსთავი , მეგობრობის გამზ. #32, სასტუმრო ,,რუსთავის“ შენობა. 
საკონტაქტო პირი ეკა წივწივაძე - 599445428

29 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმროში „თბილისი მერიოტი“ გაიმართება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ახალი ეტაპის წარდგენა, რომელიც საქართველოში ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით.
მის: რუსთაველის გამზ. #13
საკონტაქტო პირები სოფო ჭიჭინაძე - 995 599 196907, ეკა ბენდელიანი - 995 599 287940

29 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში“, საქართველოსა და თურქეთის კონკურენციის სააგენტოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

29 ნოემბერს, 13:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

29 ნოემბერს, 13:30 საათზე, თბილისში, სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) ორგანიზებით კონფერენცია გაიმართება.
თემა: „დევნილთა ინტეგრაციის ხელშემშლელი ფაქტორები და პერსპექტივები საქართველოში“. 

29 ნოემბერს, 14:00 საათზე, დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ახალგაზრდა კარატისტებს შეხვდება და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ წარმატებას მიულოცავს. 
მის.: ბელიაშვილის ქ.#5

29 ნოემბერს, 14:30 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

29 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 
მის: ინგოროყვას ქ. #7

29 ნოემბერს, 16:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

29 ნოემბერს, 17:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-8 სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოში ევროკავშირის დელეგაცის ხელმძღვანელს, ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდება.

29 ნოემბერს, 17:30 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
მის: სიონის ქ. #8

29 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იაკობ ნიკოლაძის 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნ–ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: რუსთაველის გამზ. #11
29 ნოემბერს, 19:00 საათზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი (UNFPA), პარტნიორ ორგანიზაცია We Care-თან ერთად, პუბლიკაციას „შვილების საკითხავი“ წარადგენს.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #17ბ

29 ნოემბერს, 19:00 საათზე, „ფაბრიკაში“ ქალთა ფონდი საქართველოში კატო მიქელაძის სახელობის პრემიის გადაცემის ცერემონიას გამართავს.
მის: ე. ნინოშვილის ქ. #8
საკონტაქტო ტელ: 598 21 22 25 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics