|
2016-11-28 21:31:46, 1821 ნახვა
სამართალი
მარიამ ჯაში: 5 დეკემბერს კომიტეტის წევრებთან ერთად მოვისმენთ „აუდიტორია 115“-ისა და სხვა სტუდენტების პოზიციებს
5 დეკემბერს კომიტეტის წევრებთან ერთად მოვისმენთ „აუდიტორია 115“-ისა და სხვა სტუდენტების პოზიციებს, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა „აუდიტორია 115“-ის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მარიამ ჯაში „აუდიტორია 115“-ის წევრებს მიმართავს, საპროტესტო აქციები შეაჩერონ, რათა სტუდენტებს სწავლის შეუფერხებლად გაგრძელების საშუალება მიეცეთ. როგორც მან აღნიშნა, ის იზიარებს სტუდენტების გარკვეულ პოზიციებსაც, რომელიც ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობასა და არჩევის წესზე თანაბარ შესაძლებლობას გულისხმობს. „პირადად მე ვიზიარებ ორ ძირითად პრინციპს: ეს არის თანაბარი უფლებები ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე სტუდენტებისთვის და გარკვეული ცვლილებები, რომელიც სტუდენტებს თანაბარ შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის არჩევის წესზე. საჭიროა უფრო ფართო ფორმატში სამუშაო პროცესის დაწყება და მზად ვართ შევასრულოთ მედიატორის როლი. პირველი შეთანხმება უკვე მიღწეულია, რომ 5 დეკემბერს გაფართოებულ ფორმატში კომიტეტის წევრებთან ერთად მოვისმენთ „აუდიტორია 115“-ისა და სხვა სტუდენტების პოზიციებს. ჩვენ დავიწყებთ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცედურას. ჩემი პრინციპული თანხმობა არ ნიშნავს, რომ ჩემი კოლეგების თანხმობაც გარანტირებულია“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)