|
2016-11-28 10:07:52, 718 ნახვა
პოლიტიკა
პავლე კუბლაშვილი პოლიტიკიდან მიდის
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი პოლიტიკიდან მიდის. როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, სამომავლო საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში აპირებს: „24 ნოემბერს დარეგისტრირდა ჩემი კომპანია "Key Points consalting"-ი. კომპანიის მიზანია იურიდიული კონსულტაციების, საადვოკატო მომსახურების გაწევა და ბიზნეს ინიციატივების ლობირება. არ ვაპირებ პარალურად საჯარო პოლიტიკური აქტივობის გაგრძელებას. ეს ხელს შეუშლიდა ჩემ საქმიანობასაც და პარტიასაც. ამიერიდან ნებისმიერი საჯარო განცხადება ჩემი მხრიდან იქნება პირადად ჩემი პოზიცია და არანაირად არ უნდა იყოს გაგებული როგორც "გირჩის ხედვა და პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით." ვრჩები "გირჩის" რიგით მხარდამჭერად და ყოველთვის ვიქნები ზურა ჯაფარიძის და თითოეული გირჩელის გვერდით. ვრჩები იმ იდეების ერთგული რასაც გირჩი ემსახურება და რასაც მარტივად ქვია - მეტი თავისუფლება. 1998 წლიდან თითქმის უწყვეტად ვარ საჯარო სამსახურში, 2005 წლიდან ვიყავი პარლამენტის წევრი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისთან ერთადაც ან ვისთან ოპონირებისას მიმიღია მონაწილეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტებს, რომელთა გარეშეც მე ვერ ვიქნებოდი საჯარო ფიგურა. შევხვდებით აუცილებლად, ახლა უკვე კერძო სექტორში“,-ნათქვამია პავლე კუბლაშვილის განცხადებაში.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)