|
2016-11-26 21:02:14, 1270 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რატიანი მმართველ გუნდს: „ოცნების“ ნათლიმამა ივანიშვილი ქმნის ახალ რეალობას, სადაც თქვენ სარკეში ჩახედვა აგეკრძალებათ
„დღეს, როდესაც მიმდინარეობს მთავრობის დამტკიცება და ერთმანეთს დითირამბებს ვუმღერით, პარალელურად ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ ნათლიმამა, ასამარებს საქართველოში ორ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას - სასამართლოს და თავისუფალ მედიას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სერგო რატიანმა პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც რატიანმა აღნიშნა, ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა და არაერთი დანაშაული ჩაიდინა. „ოთხი წლის განმავლობაში, „ოცნების“ ხელისუფლებამ ჩაიდინა ბევრი მავნებლობა, არაერთი დანაშაული, დაუშვა ბევრი შეცდომა, მაგრამ ადამიანებს ჰქონდათ იმის განცდა, რადგან არსებობდა „რუსთავი 2“, რომ მათი პრობლემები იქნებოდა გაგებული, რომ თქვენ გაიგებდით მათ პრობლემებს. „რუსთავი 2“-ის დაქვემდებარებით, ინგრევა არა უბრალოდ სერიოზული პრინციპი - სიტყვის თავისუფლება და ეს თავისუფლების სივრცე იზღუდება, არამედ ივანიშვილი ქმნის ახალ რეალობას და ამ რეალობაში თქვენ აგეკრძალებათ სარკეში ჩახედვა. როგორც ჩანს თქვენ აღარ მოგეცემათ საშუალება დაინახოთ საკუთარი თავი. ამ ოთხი წლის განმავლობაში, თქვენი პოლიტიკური სახე, გახდება იმდენად მძიმე, რომ თქვენ თავად შეგეშინდებათ ამ სახის დანახვა და ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ სივრცეს კეტავს. თქვენ ხართ გუნდი, რომელზეც არის პასუხისმგებლობა, რომ ჩამოიშალა ეკონომიკა და ქვეყანა არის მძიმე ეკონომიკურ კრიზისში. თქვენ მიიღეთ მავნებლური კანონები, რითაც პრობლემა შეუქმენით ტურიზმს და ბევრ სხვა მიმართულებას. თქვენ ხართ გუნდი, რომელმაც სერიოზული პრობლემები შეუქმენით ქვეყანას იმით, რომ გაიზარდა კრიმინალი. კრიმინალი ფაქტობრივად, გახდა თქვენი მოკავშირე, ეს გამოჩნდა ამ არჩევნების დროს, როცა ადამიანებთან მიდიოდნენ სუს-ის წარმომადგენლები, მერე მიდიოდა კრიმინალი და ბოლოს ჩინოვნიკი „აკაჩავებდა“ ადამიანებს. ადამიანებს ჰქონდათ სრული დაუცველობის განცდა და ეს გამოჩნდა. იმის მაგივრად რომ ოთხოზორიას მკვლელი დაგეყენებინათ წითელ ცირკულარზე და ამ მიმართულებით გადაგედგათ ნაბიჯები, ყოველ წუთს ახერხებთ იმას, რომ პოლიტიკური ოპონენტები დევნოთ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)