01:38 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 19:22:00, 1093 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი: არსებობს სურვილი ოპონირების რეჟიმში საინტერესო იდეა მოვისმინოთ, მაგრამ ამის პერსპექტივა არ არის

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს ახალი მთავრობა მხარდაჭერას საჭიროებს, განსაკუთრებით იმის, ფონზე თუ რა ხდება დღეს მსოფლიოში, - ამის შესახებ გია ვოლსკიმ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან საინტერესო იდეები და აზრები არ ისმის.

"მსოფლიოში საკმაოდ ბოროტი, საშიში და აგრესიული დაპირისპირებების ფონზე ვითარდება დღევანდელი მსოფლიო ისტორია და ამ პროცესების შუაგულში პატარა საქართველო, რომელიც თუკი საგრძნობი პროგრესით არა, თვალსაჩინო სტრატეგიული მიმართულებით  მაინც ვითარდება.

რა თქმა უნდა ლარის კურსი უმნიშვნელოვანესი თემაა, რომელმაც საკმაოდ დააზიანა იმ ინფორმაციის გავრცელების არეალი, რასაც პოზიტივი ჰქვია, მაგრამ ყველაფერს თავის საზღვარი აქვს. არსებობს ჩვენი სურვილი, თუნდაც ოპონირების რეჟიმში საინტერესო იდეა და აზრი მოვისმინოთ, მაგრამ როგორც ამ 2 დღის ანალიზმა გვიჩვენა, ამის პერსპექტივა არ არსებობს", - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ნეგატიური კრიტიკა ისმის.

"რას ვისმენთ ჩვენ?! ჩვენ ვისმენთ, რომ ყველაფერი ცუდად არის, ჩვენ ვისმენთ, რომ თითქოს საერთაშორისო ასპარეზზე ჩამორჩენა გვაქვს, თითქოს გავქრით რადარებიდან. დავივიწყეთ ის რეალობა, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები ვართ, ასოცირებული, თუმცა წევრები. არაფერი არ არსებობს. გვეუბნებიან, რომ შევამციროთ, გავაუქმოთ გადასახადები და გავზარდოთ პენსიები. გვეუბნებიან, რომ ჩვენთან კრიმინალი ისე არის განვითარებული, რომ  - "აი ფანჯარას, რომ გამოაღებ თითქოს აფეთქებების ხმა უნდა ისმოდეს". ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში მთავრობა, რომელიც ახერხებს და სტრატეგიულად მთავარ მიმართულებებს პოზიტიურად ავითარებს, რა თქმა უნდა მხარდაჭერას საჭიროებს", - აღნიშნა "ქართული ოცნების" წევრმა.

ვოლსკის განმარტებით, თუკი რაიმე საინტერესო წინადადება აქვს ოპოზიციას აუცილებლად გასაანალიზებელია, მაგრამ ასეთი სამწუხაროდ არ ისიმის.

"ამიტომ, დავუჭიროთ მხარი, დავუდგეთ გვერდზე მთავრობას და ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა გია ვოლსკიმ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics