|
2016-11-26 16:30:43, 845 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი მელიას: თქვენ დგამთ პოლიტიკურ სპექტაკლს
ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც თქვენ დგამთ და ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ არ არის საკადრისი იმ ადგილის, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ნიკა მელიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ნიკა მელიამ პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, რომ სიტყვა ნომინალური, რომელიც მან გიორგი კვირიკაშვილის მიმართ გამოიყენა, სულაც არ არის შეურაცხმყოფელი და დემოკრატია ნიშნავს ერთდროულად კითხვის დასმასაც და კრიტიკასაც. "ბატონო გიორგი თქვენ ძალიან გიკვირთ, რომ თან გაკრიტიკებთ და თან კითხვას გისვამთ, ეს არის დემოკრატიის არსი, თან აკრიტიკებენ, თან ეკითხებიან. თქვენ რა გინდათ ახლა, თან დითირამბები გიმღეროთ და მერე დაგისვათ კითხვა?! გეთანხმებით, კითხვა არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი", - აღნიშნა ნიკა მელიამ. გიორგი კვირიკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს უპასუხა და აღნიშნა, რომ ნამდვილი შეურაცხყოფაა, როდესაც ადამიანს ეკითხები რაღაცას და ეს მუდმივად შეურაცხყოფის ზღვარზეა. „მინდა გითხრათ, რომ თქვენ ალბათ საკუთარი დეფინცია გაქვთ შეურაცხყოფის და ეტყობა, თქვენთვის ასეთი რაღაცეები არ არის შეურაცხყოფა. მინდა გითხრათ, რომ ეს ნამდვილი შეურაცხყოფაა, როცა ადამიანს ეკითხები რაღაცას და ეს არის მუდმივად შეურაცხყოფის ზღვარზე სიარული და არ არის ეს საპარლამენტო ფორმატი, ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც თქვენ დგამთ და ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ არ არის საკადრისი იმ ადგილის, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. მე მოსვლისთანავე ვთქვი, რომ არ გამოგვყვებოდითთქვენ ამ რიტორიკაში და ვაგრძელებ ამ მიდგომას, მაგრამ დააფასეთ, მეგობრებო ეს მიდგომა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)