|
2016-11-26 12:49:49, 847 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ადამიანის უფლებების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალიზაცია მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები ქვეყანაში იყოს დაცული. "ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალიზაცია მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე, სამოქმედო გეგმას ფეხდაფეხ მივყვებით. ჩვენთვის ფუნდამენტურია ასევე, მედიის თავისუფლება და უნდა ითქვას, რომ დღეს საქართველოში ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს გასული 4 წლის განმავლობაში", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მთავრობისთვის სამართალდამცავი სისტემების რეფორმა ასევე პრიორიტეტულია. "სამართალდამცავი სისტემების რეფორმა, რომლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილიც დასრულებულია, გაგრძელდება. გაგრძელდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ამ მიმართულებით ქვეყნის რეპუტაცია. ყველაფერი ეს მიმართული იქნება, იმისათვის, რომ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ვუზრუნველყოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)