|
2016-11-25 19:36:10, 1348 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: მჯერა, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის სფეროში
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა. თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი მსოფლიოს იმ ნაწილს უერთდება, რომელიც ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მტკიცედ დგას: „2014 წლიდან ხელისუფლებამ რეალური ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით, შედეგად ორნახევარჯერ გაიზარდა მსხვერპლთა მომართვიანობა, მათთვის სერვისების მოცულობა, 10-ჯერ გაიზარდა შემაკავებელი ზომების მიღება პოლიციისა და სასამართლოს მხრიდან და 40%-დან 90 %-მდე გაიზარდა მოძალადეთა სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებლები. 500-ზე მეტი ქალი შეუერთდა პოლიციის რიგებს და ჩაერთო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩატარდა საგანმანათლებლო შეხვედრა და ამ სამუშაოს გაწევისთვის მთავრობასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მსურს მადლობა ვუთხრა არასამთავრობო სექტორს, დონორ ორგანიზაციებს და მედიას. მჯერა, ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ ამ სფეროში“,-განაცხადა არჩილ თალკაკვაძემ უმრავლესობის სხდომაზე, სადაც ამწუთებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უსმენენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)