01:38 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 18:10:17, 1177 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძემ შეკითხვა - საქართველოს ციხეებში არიან თუ არა პოლიტიკური პატიმრები, უპასუხოდ დატოვა

დღეს საქართველოს ციხეებში არიან თუ არა პოლიტიკური პატიმრები-„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირმა ნადირაშვილის ეს შეკითხვა „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ვიქტორ  დოლიძემ უპასუხოდ დატოვა.

დოლიძის თქმით, ამაყია, რომ  2012 წელს  მან დაუჭირა მხარი აქტის მიღებას, რომლითაც ბევრი პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა:

 „ძალინ კარგად მესმის ინტერესი ჩემს საკითხთან დაკავშირებით, ქალბატონო, ირმა,  და ძალიან სწორია. ქალბატონ  სალომეს შევახსენებ- მე ოთხი წელი არ დამჭირვებია გადამეწყვიტა, პოლიტიკურად რომელ მხარეზე ვიქნებოდი. პოლიტიკაში მოსვლას საერთოდ არ ვაპირებდი, 8 წლის წინ მოვედი იმიტომ, რომ მოძალადე და ბოროტ რეჟიმს შევებრძოლე და მივიყვანე ეს საქმე ბოლომდე. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. სხვათაშორის,  ამ ხალხთან ერთად. პოლიტიკაში ეს იყო ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დანარჩენ თემებთან დაკავშირებით მე კომენტარი გაკეთებული მაქვს. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, ერთი მახსოვს და მაყი ვარ, რომ ის აქტი, რაც 2012 წელს ამ პარლამენტმა მიიღო,  მეც მივაჭირე მწვანე ღილაკს ხელი, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი იყო“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ირმა ნადირაშვილმა მას შეკითხვა-ახლა პოლიტიკური პატიმრები არიან თუ არა, გაუმეორა, თუმცა დოლიძემ არც ამჯერად უპასუხა.

„ყველაფერს აქვს თავისი ფასი. თქვენი პოლიტიკური კარიერა ამით დასრულებულია.იმიტომ, რომ 5 ადამიანი დღეს თქვენს გამო ზის ციხეში.თქვენს უკან ზის კიდევ ერთი ადამიანი, მიხეილ გიორგაძე, რომელმაც ასეთივე სამარცხვინო პასუხი გამცა  გიგი უგულავაზე, მაგრამ ბევრი ფული წაიღო სახლში „,-აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

„ვერ მივიღებ მორალს თქვენგან“,-უპასუხა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია „ქართული ოცნება“ 2014  წლის 5 ნოემბერს დატოვეს. 4 ნოემბერს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი იყო.

მინისტრების პოსტები საკუთარი სურვილით  ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დატოვეს.

ალასანიას მინისტრობიდან დათხოვნას წინ უძღვოდა ე.წ. კაბელების საქმეზე  თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანის დაკავება. ირაკლი ალასანიამ მაღალჩინოსნების დაკავება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან ბრძოლას დაუკავშირა და მათი უდანაშაულობის დამტკიცებისათვის ბრძოლა დაიწყო. „თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილმა წევრებმა 5 მაღალჩინოსანის დაკავებას პოლიტიკური სარჩული მისცეს და განაცხადეს, რომ პროკურატურა ირაკლი ალასანიასა და მისი პარტიის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics