|
2016-11-25 18:14:56, 702 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი ბოკერიას: ივანიშვილი ვერ გათვლიდა იმას, რომ რუსეთი ყირიმს დაიპყრობდა
თქვენ მაინც, არ გამეცით პასუხი, ამ ბრწყინვალე მე-4 წელზე. მე ვერ გავიგე, ეს იყო არაკომპეტენტურობა თუ ეთანხმებით ივანიშვილს, თუ რაშია საქმე? იქნებ მითხრათ - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი კვირიკაშვილს. აღნიშნულს კვირიკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ: "რაც შეეხება მე-4 წელს, რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი ვერ გათვლიდა, და მე არ ვიცი ადამიანი ვინც გათვლიდა იმას, რომ რუსეთი დაიპყრობდა ყირიმს და შემდეგ უკვე დონეცკის მიმართულებით მიიტანდა შეტევას. ამ რეგიონების მასშტაბებს გაცდენილ კომფლიქტს, რომელმაც ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვია, მთელი რეგიონის ეკონომიკა ჩააგდო რტულ ვითარებაში. არ მგონია, რომ სასაყვედურო იყოს, თუ რატომ ვერ გათვალა ივანიშვილმა ეს კომპლიქტი", - უპასუხა კვირიკაშვილმა. ამასთან, გიგა ბოკერია დაინტერესდა, თუ რატომ არ ჩადის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით, რაზეც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა და ის უკრაინაში ვიცე-პრემიერის რანგში იყო. ამას მოჰყვა ბოკერიას კომენტარი, რომ ის პრემიერ-მინისტრს გულისხმობს და არა ვიცე-პრემიერს. ბოკერიას თქმით, 4 წელია რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით არ ყოფილან. "ძალიან ბევრი ქვეყანაა სადაც ოფიციალური ვიზიტით არ ვყოფილვარ. ვიყავი ვიცე-პრემიერობის დროს, ბ-ნ კახი კალაძესთან", - უპასუხა კვირიკაშვილმა.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)