|
2015-03-22 19:11:27, 1200 ნახვა
საზოგადოება
მაკა ჩიჩუა: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს მხარი უნდა დავუჭიროთ და როგორც ჩვენი შვილები, გულში ჩავიხუტოთ
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში დაუნის სინდრომის მქონე 50-მდე ბავშვს უმასპინძლეს. ქვეყნის პირველმა პირმა და მისმა მეუღლემ დაუნის სინდრომის მქონე მოყვარული მხატვრის ლექსო ფოდიშვილის ნახატების გამოფენა დაათვალიერეს. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ პატარებთან ერთად ფერადი ქაღალდები მოხატეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო კავშირი „ჩვენი ბავშვების“ მიერ მომზადებული სოციალური კლიპი. ნახატების გამოფენა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით დაუნის სინდრომის ცნობადობის ამაღლების კვირეულის ფარგლებში გაიმართა. „გუშინ იყო 21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. მთელ მსოფლიოში ეს დღე აღინიშნება მხიარულად, ფერადი წიგნებით. ჩვენ გადავწყვიტეთ, დღეს მოგვეწვია ბავშვები. დიდი მხიარულებაა. ძალიან კარგი განწყობა, ხატავენ კიდეც. მიმაჩნია, რომ ამ ბავშვების ინტეგრაცია გარემოსთან აუცილებელია.ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ყველა განვითარებულ ქვეყანაში აბსოლუტურად თანასწორად აღიქმებიან ეს ბავშვები. ადაპტირდებიან ისევე, როგორც ჩვენ. ამიტომ, საჭიროა, ყველამ მხარი დავუჭიროთ, ერთად ვიყოთ ბოლომდე და ჩავიხუტოთ გულში, როგორც ჩვენი შვილები“,-განაცხადა პრეზიდენტის მეუღლემ, მაკა ჩიჩუამ. გამოფენას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, მათი მშობლები და ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძების დასრულების შემდეგ პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)