|
2016-11-25 16:03:50, 1453 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: 2017 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდას არ ვაპირებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდა გათვალისწინებული არ არის და ეს არც დაუმალიათ. კვირიკაშვილის განმარტებით, ახალი საპენსიო სისტემა 2018 წლიდან ჩაირთვება. კვირიკაშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არარეალისტური დაპირებებისგან თავი შეიკავეს: „ბატონო, ზურაბ, რატომღაც გვაშინებთ თქვენი შეკითხვით და მე სრულიად გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ 2017 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდას არ ვაპირებთ. არაფერი დამალული ამაში არ არის და არც ტყუილის თქმას არ ვაპირებთ დღეს.2018 წლიდან, როდესაც ჩაირთვება ახალი საპენსიო სისტემა, იქნება შესაბამისი ინდექსაციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს პენსიას იმ ინფლაციის მაჩვენებლებთან, რომლებიც გვექნება, არაფერი დამალული ამაში არაა, ჩვენ წინაასაარჩევნო პერიოდშიც თავი შევიკავეთ არარეალისტური დაპირებებისაგან“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა უმცირესობის დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვაზე საპასუხოდ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)