|
2016-11-25 15:20:12, 833 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებულ ძალებს 460 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 460 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალი „უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში“, ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ. ფიცის მიღებამდე რეკრუტებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი 460 რეკრუტმა წარმატებით დაასრულა. ეს არის მზარდი კადრი, რომელიც შეემატება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. მათ ხელშია შეიარაღებულ ძალებში არსებული ყველა შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი უნარები“, - განაცხადა ნუკრი გელაშვილმა. ფიცის დადების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, საწყისი საბრძლო მომზადების ცენტრის ოფიცრებს და საუკეთესო ინსტრუქტორებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა სპეციალური პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის საუკეთესო რეკრუტებიც. ღონისძიების ბოლოს, რეკუტების ოჯახის წევრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაეღოთ. რეკრუტები საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს 10 კვირის განმავლობაში გადიოდნენ. სამხედროებს მეცადინეობები საცეცხლე, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებაში, ასევე სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ჩაუტარდათ. მომზადება საველე და საკლასო პირობებში მიმდინარეობდა. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა საბრძოლო ქვედანაყოფებში გააგრძელებენ საკონტრაქტო სამსახურს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)