|
2016-11-25 15:03:21, 1281 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: არ ვაპირებ იმ რუტინის გაგრძელებას, რომელშიც აქამდე ვიმყოფებოდით
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის ადა მარშანიას შენიშვნას უპასუხა, რომ მას შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ეკონომის მინისტრის პრეზენტაცია მოისმინა. კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს უმთავრესი გამოწვევა ეკონომიკა, სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევაა და ბუნებრივია, რომ ამ თემებზე ისაუბრა. ამავდროულად, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ მისი თითოეული სიტყვა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ეხებოდა: „გათავისებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც მე და ჩემს კაბინეტს ეკისრება ამ მიმართულებით გარკვეული ძვრების კუთხით. დღეს გაგვაჩნია ერთადერთი ბერკეტი, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, ესაა ეკონომიკური განვითარების ბერკეტი, რომ ჩვენი ქვეყანა ვაქციოთ მიმზიდველ ქვეყანად და ურთიერთობები უნდა დავათბოთ, ერთადერთი, რასაც ვერ გავაკეთებთ, ვერანაირი კომპრომისი ვერ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კუთხით. დამერწმუნებთ, ჩვენ გვაქვს არაერთი საინტერესო ინიციატივა იმისათვის, რომ აფაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის ნდობა აღვადგინოთ. ყველა წინადადებაში იგულისხმება აფხაზეთი და სამაჩაბლო და ჩვენ ვერ შევეგუებით იმ ნაბიჯებს, რასაც დღღეს რუსეთი დგამს ამ ტერიტორიებთან მიმართებაში. მხედველობაში მაქვს ბოლო პერიოდის ხელშეკრულებები. არ ვაპირებ იმ რუტინის გაგრძელებას, რომელშიც აქამდე ვიმყოფებოდით“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)