2016-11-25 14:31:55, 1843 ნახვა
სამართალი
მცხეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამხედრო ექთანი ემსხვერპლა
მცხეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამხედრო ექთანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „პიკაპის“ ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძღაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში განცხადება გაკეთდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან