25 ნოემბერს, 09:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები დაიწყება.
25 ნოემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო “ფაბრიკაში” გაიმართება საჯარო ლექცია “მარკეტინგის ახალი პარადიგმა და სოციალური პასუხისმგებლობის შესაძლებლობები”, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისოდ ცნობილი ექსპერტი კომუნიკაციის, მარკეტინგისა და სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში თომას ქოლსთერი (დანია).
მის: ეგნატე ნინოშვილის ქ. #8
25 ნოემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასააჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
საკონტაქტო პირი რუსკა ჭაბუკიანი - 599564220
25 ნოემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ „ტერაბანკი“ საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
თემა: „ტერაბანკს“ რეპუტაციული ზიანის მიყენებისთვის სარჩელი სასამართლოში შეაქვს და ბანკის მიმართ შემუშავებული უკანონო სქემის დეტალებს ასაჯაროებს.
მის: რუსთაველის გამზ. #29
საკონტაქტო პირი ნუკა ბარბარე ჩოხელი - 557 534 435
25 ნოემბერს, 11:00 საათზე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
თემა: ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.
მის: ნ. რამიშვილის ქ. #6
25 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე 100-მდე კომპანიის წარმომადგენელს შეხვდება.
თემა: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.
მის: ა. ბელიაშვილი ქ. №8 (ტელეკომპანია „მაესტროს“ გვერდით), მე-3 სართული, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი.
საკონტაქტო პირი ცირა იობაშვილი -598 544 415
25 ნოემბერს, 12:00 საათზე, დარბაზ “ლოლიტაში” გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას გამართავს.
მის.: ჭოველიძის ქ. N7, სასტუმრო “რუმსის” მოპირდაპირე მხარეს
25 ნოემბერს, 12:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამა „სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაცია“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს და დაბრუნებული მიგრანტების უფასო იურიდიული პროექტის პრეზენტაციას წარადგენს.
მის: ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. #6
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202
25 ნოემბერს, 12:00 საათზე, ,,თავისუფალი დემოკრატების" ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერები ბრიფინგს გამართავენ.
მის: ზანდუკელის ქ. #7
25 ნოემბერს, 13:00 საათზე, ქალთა მოძრაობის ორგანიზებით გაიმართება აქცია-მარში, თავისუფლების მოედნიდან თაბუკაშვილის #27-ში მდებარე პოლიციის ოფისამდე.
ქალის კაბებით დროშებზე, აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ ქალთა მიმართ ძალადობას საქართველოში.
საკონტაქტო პირი ბაია პატარაია - 995 577 111817
25 ნოემბერს, 13:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში „აუდიტორია 115“ უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნებს აქციაზე გააპროტესტებს.
25 ნოემბერს, 14:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო შეხვედრას გახსნის.
მის: ჭავჭავაძის გამზ. #33, (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“)
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009
25 ნოემბერს, 14:00 საათზე, საპარლამენტო უმცირესობის სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები მთავრობის წევრებს მოუსმენენ.
მის: ქუთაისი, პარლამენტში, სხდომათა დარბაზი
25 ნოემბერს, 15:00 საათზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საჯარო დებატებს გამართავს.
თემა: „ტრადიციით გამართლებული ძალადობა გოგონებსა და ქალებზე“.
მის: თელავი, უნივერსიტეტის ქ. #1
25 ნოემბერს, 16:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
25 ნოემბერის, 17:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საგამოფენო დარბაზში დინა ოგანოვას ნამუშევრების ფოტოგამოფენა „გოგონა დაიბადა“ გაიხსნება.
მის: შ. დადიანის ქ. 2/1 (თავისუფლების მოედანი 1)
საკონტაქტო პირი სალომე ბენიძე - 577 211 300
25 ნოემბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესორ გურამ ტატიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N.33
საკონტაქტო პირი ზაზა ტალახაძე 599 89 99 98
25 ნოემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, გამოფენა, სახელწოდებით „კავკასიის გავლით" გაიხსნება.
მის: სიონის ქ. #8
25 ნოემბერს, 21:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან