|
2016-11-24 16:17:30, 2002 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა კომენტარი
გიორგი გახარია: ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ყველაფერი საგარეო ფაქტორებს დავაბრალოთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე პირობებში უწევს განვითარება. როგორც გახარიამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას აღნიშნა, ძირითად სავაჭრო პარტნიორებში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება, თუმცა ყველაფერი საგარეო ფაქტორების ბრალი არაა: „ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის იდეოლოგია გახლავთ თავისუფალი ბაზრის პრინციპი, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება, ამ ქვეყანაში იყოს ძლიერი კერძო სექტორი, რომელმაც უნდა შექმნას სამუშაო ა დგილები და მიიღოს ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ეკონიმიკის სწრაფ ზრდაში. ამის ფუნდამენტი მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა და თავისუფალი კონკურენტული გარემოს შექმნაა.დღეს საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე პირობებში უწევს განვითარება. ვგულისხმობ იმ საგარეო ფაქტორებს და გარემოს, რომელშიც ვიმყოფებით. შეუძლებელია ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცესებმა არ პოვოს ასახვა ჩვენს ეკონომიკაზე, თუმცა ასევე გვესმის, რომ ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში და იმ პოზიციაში, რომ ყველაფერი საგარეო ფაქტორებს დავაბრალოთ. აქიდან გამომდინარე, გვესმის, რომ არსებობს გარკეული შიდა მომენტები, რომლებიც აფერხებს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და ამ გამოწვევებსაც შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ქართული ეკონომიკა დღეს გამოწვევების ეკონომიკაა, რაშიც ვგულისხმობთ იმას, რომ ერთის მხრივ, აშკრაა, რომ ზრდის პოტენციალი მხოლოდ ნაწილობრივაა გათვალისწინებული ამუშავებული, ხოლო მეორეს მხრივ, რეგიონში და ძირითად სავაჭრო პარტნიორებში პრობლემებია, რაც ჩვენს ეკონომიკაზე აისახება“,-განმარტა გიორგი გახარიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)