|
2016-11-24 15:05:00, 1276 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: არ მეყოფა დრო, ვისაუბრო იუსტიციის სამინისტროს როლზე ვიზალიბერალიზაციის პროცესების დადებითად დასრულებაში
არ მეყოფა დრო, ვისაუბრო იუსტიციის სამინისტროს როლზე, ვისაუბრო იმაზე, თითოულმა საჯარო მოხელემ რა გააკეთა ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესების დადებითად დასრულებისათვის, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. „იუსტიციის სამინისტრო, ძალიან ბევრი მიმართულებით, მთლიანად მთავრობა, მუშაობდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის, მუშაობდა ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური დავალებების შესრულების წარმატებით დასრულებისთვის, რაც 2015 წლის დეკემბერში ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მიერ იქნა აღიარებული. მე, რა თქმა უნდა, არ მეყოფა ის დრო, რაც მაქვს მოცემული, რომ იუსტიციის სამინისტროს როლზე ვისაუბრო, თითოულმა საჯარო მოხელემ რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროცესი დადებითად დასრულებულიყო. თქვენ როგორც იცით, ბურთი ახლა არის ევროკავშირის მოედანზე და ველოდებით მათ პასუხს. ჩვენი მხრიდან კი შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველომ, ქართველმა ხალხმა და მის მიერ არჩეულმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს პროცესი წარმატებული ყოფილიყო“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)