02:19 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 14:37:10, 2600 ნახვა

მსოფლიო
მარტინ შულცი ევროპარლამენტის თავჯმდომარის პოსტზე კენჭს აღარ იყრის

ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობზე მორიგი ვადით კენჭისყრაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ შულცმა ოფიციალური განცხადება გააკეთა. 

როგორც შულცმა აღნიშნა, ის გერმანიის პოლიტიკაში ბრუნდება.

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაციას, ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე. მივიღე გადაწყვეტილება, რომ ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კენჭი არ ვიყარო. მომავალ წელს კი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით ბუნდესტაგის არჩევნებში მივირებ მონაწილეობას", - განაცხადა შულცმა.

შულცის თქმით, ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, რადგან "იყო ევროპარლამენტის თავმჯდომარე ძალიან დიდი პატივია".

"ჩემი ღირებულებები ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით არ შეიცვლება. მე ვრჩები ევროპული განვითარების მომხრედ. ევროპული ინტეგრაცია არის ცივილიზაციის ყველაზე წარმატებული პროექტი. ამიტომ მე გავაგრძელებ ევროპულ განვითარებას უკვე  ჩემი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში", - აღნიშნა შულცმა.

როგორც გერმანული მედია წერს, სოციალ-დემოკრატიული პარტია მარტინ შულცს, ვიცე-კანცლერ ზიგმარ გაბრიელთან ერთად, გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატად განიხილავს. აღსანიშნავია, რომ პარტია საბოლოო კანდიდატს იანვარში დაასახელებს. სოციალურ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის მეტოქე იქნება.

ამასთან, მედიის ცნობით, მარტინ შულცმა შესაძლოა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავოს და ამ პოსტზე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეცვალოს. თავად შტაინმაიერი კი გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატად არის წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ მარტინ შულცი ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას 2012 წლის იანვრიდან იკავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics