20:34 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 12:45:04, 1406 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
იზორია: რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე, ჩვენი პოზიცია ძალიან კრიტიკულია

რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე, ჩვენი პოზიცია ძალიან კრიტიკულია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, მთავარი ამოცანა ქვეყნის განვითარება და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაა.

"რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია ძალიან კრიტიკულია. ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის განვითარება და თავდაცვის სისტემის ფარგლებში ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. ეს საუკეთესო პრევენციაა ყოველგვარი საფრთხის აცილებისთვის", - განაცხადა იზორიამ.

ცნობისთვის, პუტინმა რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის საერთო ჯარის შექმნის შესახებ კანონის რატიფიკაციას ხელი მოაწერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ხელისუფლებამ პოგრომების გამო კომენდანტის საათი დააწესა
საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 ასაკის, ყველაზე მცირერიცხოვანი ერთ წლამდე
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics