|
2016-11-24 12:43:37, 1397 ნახვა
კომენტარი სამხედრო
იზორია: იმისათვის, რომ რეზერვის სისტემა იყოს გამართული, აუცილებელია, გვყავდეს მეტი მომზადებული მოქალაქე
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ლევან იზორიას განცხადებით, წვევამდელთა სისტემა მეტი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ქვეყანას გამართული რეზერვის სისტემა ჰქონდეს. როგორც იზორიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, წვევამდელების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება. "გუშინწინ დაინიშნა გენშტაბის ახალი უფროსი, შესაბამისად, გენშტაბში გარკვეული რეორგანიზაციები იგეგმება. ასევე თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში ვგეგმავთ სერიოზულ ოპტიმიზაციას, რათა მოხდეს გარკვეული თანხების მობილიზება იმისთვის, რომ ჩვენი საბრძოლო განწყობა უფრო მაღალი იყოს. რეზერვის სისტემა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. თქვენ ჩვენგან მოისმინეთ არგუმენტები იმისთვის, რომ რეზერვის სისტემა იყოს გამართული, აუცილებელია, გვყავდეს მეტი მომზადებული მოქალაქე სამხედრო თვალსაზირისით. აქედან გამომდინარე წვევამდელთა სისტემა ოღონდ განახლებული და არა ძველი, მეტ შესაძლებლობას მისცემს, როგორც საკონტრაქტო მოსამსახურეს, რეზერვისთვის კარგი საფუძველი გაიაროს",-განაცხადა იზორიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)