21:20 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 22:07:16, 533 ნახვა

სპეციალური ანონსი
24 ნოემბრის სპეციალური ანონსი

24 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში, კონფერენცია „ევროკავშირის LEADER და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მიდგომის გაზიარება საქართველოში“ გაიმართება.

24 ნოემბერს, 11:00 საათზე, საკრებულოში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების" და ალექსანდრე ელისაშვილის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. 
მის: თავისუფლების #2

24 ნოემბერს, 12.00 საათზე, „თავისუფალი დემოკრატების" ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერები ბრიფინგს გამართავენ.
მის: ზანდუკელის ქ. #7

24 ნოემბერს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია „ავერსის კლინიკაში“ „ფილიფს“-თან პარტნიორობითა და ხელშეწყობით, ახლად გახსნილი ჰიბრიდული საოპერაციოსა და დიაგნოსტიკური ოთახების პრეზენტაციას დაესწრება. 
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #27
საკონტაქტი პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 12 00 09

24 ნოემბერს, 12:00 საათზე, PMC კვლევითი ცენტრი კონრად ადენაუერის ფონდთან ერთად, ჩაატარებს კვლევის შედეგების პრეზენტაციას და საჯარო განხილვას, თემაზე – „სომხეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა: დაახლოება თუ დისტანცირება?“. 
საკონტაქტო ტელ: 599 975 975

24 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში, XXXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონების - ლაშა ტალახაძისა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სახელობითი ვარსკვლავების გახსნის, მათთვის საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენების და ფულადი ჯილდოების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართება.
მის: მაჩაბლის ქ. #11

24 ნოემბერს, 12:00 საათზე, ბარ-რესტორან “ლოლიტაში”, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და თბილისის ღვინის სკოლის ერთობლივი კამპანია „გახდი სომელიე“ დაიწყება. 
მის: ჭოველიძის ქ. N 7 

24 ნოემბერს, 16:00 საათზე, გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებს წარადგენს.
მის: გენერალ კვინიტაძის ქ. N20, თავდაცვის სამინისტრო
საკონტაქტო პირი ნიკა მოლოდინაშვილი - 577 17 17 28

24 ნოემბერს, 16:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. მედიის წარმომადგენლები გაეცნობიან სასახლის ახალ ხელმძღვანელობას, მის ხედვასა და სამომავლო პროექტებს. ასევე, აქტუალურ საკითხებს და სასახლის წინაშე მდგარ გამოწვევებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics