|
2016-11-23 12:25:48, 1586 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს
N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საეკლესიო ლიტერატურა, იერუსალიმიდან ჩამოტანილი ჯვრები და სანთლები, ასევე, ტკბილეულობა და საკვები პროდუქტები გადასცეს. „უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად ყველა რელიგიურ დღესასწაულს ულოცავს მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს. N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ ახალგაზრდებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ და საჩუქრები გადავეცით. მინდა მათ ვუსურვო მალე განთავისუფლება და საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. მათთან ერთად კი სრულიად საქართველოს ვულოცავ გიორგობის დღესასწაულს“, - განაცხადა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა. შეხვედრის შემდეგ N11 დაწესებულებაში მოქმედ ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით მოძღვარმა პარაკლისი აღავლინა, რომელსაც მსჯავრდებულები დაესწრნენ. გარდა ამისა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვანი ბრალდებულებიც მოინახულეს, გიორგობის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)