|
2016-11-23 11:21:03, 1705 ნახვა
სამართალი
თაღლითობის ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება/გასაღების, ასევე თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომელი - ვეტერინარი. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, რომლის ფარგლებშიც მას ევალებოდა სააგენტოს მიერ დაკვეთილი სამუშაოს - პირუტყვის იდენტიფიკაცია/ვაქცინაცია, ასევე ხორცის ჯანმრთელობის (ვარგისობის) ნიშანდება და ბეჭდით დამოწმება, გარკვეული თანხის სანაცვლოდ და შემდგომი გრძელვადიანი თანამშრომლობისა და ფინანსური გამორჩენის მიზნით, მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი თითქოსდა ხორცს ჩაუტარა ლაბორატორიული შემოწმება. ხოლო შეუმოწმებელ პირუტყვის ხორცზე, თითქოსდა პროდუქცია აკმაყოფილებდა დაწესებულ სტანდარტს, დაიტანა ვარგისიანობის ნიშანდება. „გარდა ამისა, მატერიალური გამორჩენის მოტივით ბრალდებულმა არ განახორციელა პირუტყვის ვაქცინაცია ე.წ. ,,თურქულზე’’, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაამზადა ყალბი დოკუმენტი ვაქცინაციის ჩატარების თაობაზე ფორმა N1ბ, თითქოსდა პირუტყვი იყო აცრილი. ბრალდებული დაკავებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე, 210 - ე და 180-ე მუხლით“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)