|
2015-03-21 17:49:41, 466 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია: კოლბაში გამომწყვდეულ მილიარდერს ჩვენს მომავალს არ დავუთმობთ
კოლბაში გამომწყვდეულ მილიარდერს ჩვენს და საქართველოს მომავალს არ დავუთმობთ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. „არავის არ დავუთმობთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, განსაკუთრებით კოლბაში გამომწყვდეულ მილიარდერს და მის თოჯინებს. სამი წელია ვყურებთ, თუ როგორ ანგრევენ ისინი ქვეყანას. ჩვენი ვალია ამას წერტილი დავუსვათ. ყველა ვხედავთ, რომ უბსკრულისკენ მიექანება ქვეყანა და ყველას გაუჭირდა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. ადგილი სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)