|
2016-11-22 17:39:36, 1055 ნახვა
სხვადასხვა
ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის „ჟურნალისტიკის შესავალი“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართა
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, რევაზ ინანიშვილის სახელობის დარბაზში ჩატარდა ჟურნალისტ ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის „ჟურნალისტიკის შესავლის“ პრეზენტაცია, ასევე ავტორის ფოტოგამოფენა „კოლეგები ჩემს ობიექტივში“. ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ჟურნალისტიკის შესავლის“ იდეა დაიბადა, მაშინ, როდესაც ორი წლის წინ ერთ-ერთ სამოქალაქო კლუბში ვმუშაობდი, სადაც სტუდენტები და უკვე მოქმედი ჟურნალისტები ჟურნალისტიკის მოკლე კურსს გადიოდნენ. იქ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრმა არ იცოდა რა იყო ჟანრები, და ვერ ერკვეოდნენ რა არის ნიუსი და რა არის სტატია, როგორ დაიწეროს რეპორტაჟი და ა.შ. არ იცოდნენ რა იყო პრესრელიზი, როგორ იგზავნება ელექტრონული წერილი, რა არის ბლოგი და ა.შ. ამ წიგნში თავმოყრილია ამ ყველაფერზე პასუხი და კიდევ, ჟურნალისტიკის განვითარების ეტაპები“, - განაცხადა წიგნის ავტორმა ოლიკო ცისკარიშილიმა. აღსანიშნავია, რომ ოლიკო ცისკარიშვილი 27 წელია ჟურნალისტია და კიდევ ერთ საინტერესო წიგნზე „მეგზური სოციალური საკითხების გაშუქებაში“ მუშაობს, რომელიც უდიდეს დახმარებას გაუწევს, როგორც ჟურნალისტებსა და სტუდენტებს, ასევე ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს. ავტორის თქმით, ამ მასალებს წლების განმავლობაში აგროვებდა, რათა ხელმისაწვდომი ყოფილიყო დაინტერესებული პირებისთვის. რაც შეეხება გამოფენას ოლიკო ცისკარიშვილი ამბობს, რომ „გამოფენა, მომზადდა სტუდენტებისთვის, რადგან მათ რეალურად დაინახონ რა პრობლემების წინაშე დგანან, ხოლმე ჟურნალისტები და რა პირობებში უწევთ მათ მუშაობა“. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორის თამარ ჯანგულაშილის თქმით, „წიგნი დაეხმარება სტუდენტებს უფრო მეტი გაიგონ ჟურნალისტიკის შესახებ და გამოიყენებენ სასწავლო პროცესისას. "რაც შეეხება ფოტოგამოფენას, საინტერესო იყო სტუდენტებისთვის, რადგან ხშირად სტუდენტები ვერ აცნობიერებენ რაოდენ რთულია, იყო პროფესიონალი ჟურნალისტი და ამ გამოფენით, ჩვენც და ავტორმაც დავანახეთ მათ, რა სირთულეების წინაშე დგანან ხშირად პროფესიონალი ჟურნალისტები, - ფოტოები გამოფენის შემდეგ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ნიუსრუმში დაიდებს ბინას, აღსანიშნავია, რომ ასეთი ფოტოგამოფენა პირველია საქართველოში და მისი პერსონაჟები საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები არიან, - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში 2014 წლიდან ამოქმედდა ჟურნალისტიკის მიმართულება, ეს მიმართულება სულ ახალია ჩვენს უნივერსიტეტში და ვცდილობთ პროფესიონალი ჟურნალისტების გაზრდას. უნივერსიტეტი ხელს უწყობს მათ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ისინი უკვე მუშაობენ უნივერსიტეტის ჟურნალზე, ასევე სასწავლო ბლოგზე და ამ ყველაფერთან ერთად ,უახლოეს მომავალში სტუდენტებს უკვე შეეძლებათ იმუშაონ ტელე-რადიო სტუდიაშიც“, - ამბობს თამარ ჯანგულაშვილი. როგორც წიგნის რეცენზენტი დავით მაღლაფერიძე აღნიშნავს, „ჟურნალისტიკის შესავალი" - "არ არის მხოლოდ სასწავლო სახელმძღანელო, ის ამ პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს სრულყოფილ ინფორმაციას მისცემს, როგორ შექმნა კაცობრიობამ პროფესია, რომლის გარეშეც თანამედროვეობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია". "წიგნში თავს იყრის მასმედია, მთელი თავისი დიდებულებით. ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების, რადიო თუ სატელევიზიო ჟურნალიზმის დასაბამიდან დღემდე განვლილი გზა, ადვილი მოსათხრობი არაა, თუმცა, წიგნის ავტორი, ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს, ისეთი სიფაქიზით და სიპედანტით აკეთებს, რომ სტუდენტებს და უბრალოდ, ჟურნალისტიკის ევოლუციით დაინტერესებულ პირებს, ამ პროფესიის მიმართ ინტერესს პირველივე გვერდიდან უღვივებს. წიგნის უმთავრეს მიზანს, ჟურნალისტიკის როლის განსაზღვრა, მისი შემოქმედებითი ფუნქციისა და რეალური პრაქტიკის ჩვენება წარმოადგენს. წიგნის ავტორი, მოცემულ სახელმძღანელოში ეყრდნობა, როგორც ჟურნალისტიკის სფეროში პრაქტიკული მოღვაწეობის მეცნიერულ გამოცდილებას, ისე, დასავლური ჟურნალისტიკისმცოდნეობითი კვლევის კლასიკურ ტრადიციებს. ავტორი მკითხველს ზედმიწევნით ზუსტად უხსნის მედიის ფუნქციონალური სფეროების ურთიერთკავშირს, აღწერს და განიხილავს მათ. ,,ჟურნალისტიკის შესავლის“ ამ გამოცემით, სტუდენტები გაეცნობიან, როგორც ჟურნალისტის პროფესიის საფუძვლებს და ჟურნალისტიკისმცოდნეობის ძირითად ცნებებს, ისე ჟურნალისტური აზროვნების სპეციფიკას, რაც პროფესიული ცოდნის ათვისების საფუძველი და წინაპირობაა. ასე, რომ წინ გაქვთ საინტერესო საკითხავი, იმაზე, რასაც, დღეს „მეოთხე ხელისუფლებას“ ეძახიან და რომელიც, საკუთარი ბიოგრაფიის რთულ, ხანგრძლივ და პერიპეტიებით დატვირულ გზას, თავს, ყველა ეტაპზე წარმატებით ართმევდა“, - ამბობს დავით მაღლაფერიძე. ცნობისთვის, შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის საწავლო უნივერსიტეტსა და პირველი ნიუს- საქართველოს შორის.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)