20:08 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 16:29:43, 1522 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ამერიკელი სენატორების დელეგაციის საქართველოში ვიზიტის თარიღი დაზუსტებული არ არის

ამერიკელი სენატორების დელეგაციის საქართველოში ვიზიტის თარიღი დაზუსტებული არ არის, - ამის შესახებ აშშ-ში ელჩობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„ჯერჯერობით თარიღები დაზუსტებული არ არის. ნომებრის თვის ბოლოს დაზუსტდება სენატორების, მაკკეინის და გრემის ვიზიტი, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ჩვენ გვქონდა უკვე კომუნიკაცია მათ სამსახურებთან და ჩვენ შევთავაზებთ ძალიან დატვირთულ დღის წესრიგს, თუმცა, ამ პერიოდში ჩემი ჩასვლის შემდეგ, უკვე დაიწყება შეხვედრები კონგრესში წარმომადგენლებთან და სენატორებთან, რათა გავააქტიუროთ ის დღის წესრიგი, რომელიც ჩვენს ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესებს მოემსახურება”, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. 

შეგახსენებთ, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკელი სენატორების დელეგაცია სენატორ ჯონ მაკკეინის და "რესპუბლიკელი" ლინდი გრემის ხელმძღვანელობით საქართველოს დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics