21:45 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 16:09:16, 1410 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
"პატრიოტთა ალიანსი" მინისტრთა კაბინეტიდან რამდენიმე კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, პარტია მინისტრთა კაბინეტიდან რამდენიმე კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

ინაშვილის განმარტებით, "პატრიოტთა ალიანსი" მხარს გიგლა აგულაშვილს, მიხეილ გიორგაძეს და დიმიტრი ქუმსიშვილს არ დაუჭერენ.

„საქმე იმაშია, რომ წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტიდან რამდენიმე კანდიდატურას ცალსახად არ ვუჭერ მხარეს. მაგალითად, გარემოს დაცვის მინისტრს - აგულაშვილს მხარს არ დავუჭერთ, ხე-ტყე მასიურად იჭრება, მასიური კორუფციაა ამ სფეროში. ასევე მან პასუხი უნდა აგოს საგარეჯოს არჩევნების გაყალბებისთვის.

მხარს არ დავუჭერთ კულტურის მინისტრსაც, რომელმაც საყდრისი დაანგრია და საყდრისოს ნგრევას ხელი მოაწერა, ეს დანაშაული გამოძიებული უნდა იყოს და კულტურის ამჟამინდელმა მინისტრმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის.  ჩვენ მხარს არ დავუჭერთ დიმიტრი ქუმსიშვილსაც“, - განაცხადა ინაშვილმა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსი“ მთავრობაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

„თუ საერთო ჯამში ვსაუბრობთ, ამ მთავრობას ჩვენი მხრიდან არ ექნება მხარდაჭერა. პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ამ გუნდზე. ჩვენ არ ვართ ხელისუფლებაში,  რომ შეგვეძლოს გუნდის წარმოდგენა,რომელზეც პასუხისმგებლობას ავიღებდით“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics