06:10 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 11:41:34, 2407 ნახვა

მსოფლიო
კიევში აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა

ევრომაიდნის მესამე წლისთავთან დაკავშირებით კიევში აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

ვითარება  იმ დროს  დაიძაბა, როცა აქტივისტებმა  კიევის ცენტრში მანქანის საბურავები  დაწვეს და სამოქალაქო საზოგადოება უკრაინული არჩევანის ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მაიდანზე იმყოფებოდა ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხელ სააკაშვილი. მან ევრომაიდნის მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

შეგახსენებთ, 2014  წელს უკრაინის ეროვნულმა ძალებმა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის  გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც,  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა შეჩერდა. აქციების დროს,  80 ადამიანი დაიღუპა.  პრეზიდენტი იანუკოვიჩი და მისი უახლოესი გარემოცვის წევრები ქვეყნიდან გაიქცნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics