2016-11-22 11:20:02, 1781 ნახვა
სამართალი
ბაგრატიონის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან